მოგიყვებით მოკრივე და ძიუდოისტ გოგონებზე, სპორტის ამ სახეობების სიყვარულით განსაკუთრებით გამორჩეული ქალაქი გორიდან.
სპორტის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი თამარ ნაზარაშვილი უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ასევე გაგაცნობთ სამ დას, რომლებიც არაერთი ტურნირის გამარჯვებულები არიან. ისინი სხვა ძიუდოისტ გოგონებთან ერთად გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ვარჯიშობენ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადება საქართველოს ჩემპიონი ეთერ ასკილაშვილი. ყველა მათგანი ოლიმპიადაზე ოცნებობს და კიდევ ერთხელ ამსხვრევს სტერეოტიპს, თითქოს სპორტის ეს სახეობები მხოლოდ კაცებისთვისაა შექმნილი.