ხაშურის რაიონულ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ მოკლული ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის ოჯახის წევრები.
ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვენ. შეუძლოდ გახდა მოკლულის დედა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ გამოიტანა.