საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღებას აცხადებს.
სცენარი უკვე არსებული ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებზე უნდა იყოს აგებული, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ჟანრობრივი შეზღუდვა არ არის. ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 26 წუთზე ნაკლები და 52 წუთზე მეტი. პროექტების წარდგენა შეუძლიათ ტელე და კინო მწარმოებელ საპროდიუსერო კომპანიებს.
განაცხადები დღეიდან 1 ნოემბრამდე მიიღება.