ქუთაისმა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და ჩატარდა მასტერკლასები, ასევე გამოავლინეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტებისთვის ფულადი ჯილდო – 5000 ლარი დააწესა, რომელიც ორი საუკეთესო სცენარის ავტორებმა, გრიგოლ ჯანაშიამ და თინა ლაღიძემ აიღეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა. გარდა ამისა, ფესტივალზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაფინანსებული და წარმოებული ფილმები იყო წარმოდგენილი.