მოხსნილი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური ვითარება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლა კლასებში განახლდა. იმის გამო, რომ მობილობის ზრდიდან გამომდინარე სკოლების გახსნა რისკებთანაა დაკავშირებული, ყველა სასწავლო დაწესებულებაში განახლებული სამედიცინო და უსაფრთხოების პროტოკოლი მოქმედებს. დღეიდან მომხმარებლებს ღია სივრცეში იღებენ კაფე-რესტორნებიც. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე მესამე ტალღის პრევენციისთვის რეგულაციების მკაცრი კონტროლი იგეგმება. გაკონტროლდება გეგმიური ტესტირებების განრიგიც. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა კლების ტენდენცია გრძელდება. პიკის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები ათჯერაა შემცირებული.