შემდეგი რეპორტაჟით ვიმოგზაურებთ საქართველოს ისეთ დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. ფლორიდან აღსანიშნია 1500 წლის და მეტი ასაკის წიწვოვანი სახეობის ხეები – უთხოვარები. ფაუნა კი ყველა ნაცნობ ცხოველთან ერთად ისეთ მწერებს აერთიანებს, რომლებიც დედამიწაზე სხვაგან არსად ბინადრობენ. ეს ადგილი ახმეტაში ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალია.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი.