კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, მოგზაურობის მოყვარულებში მაინც აღმოჩნდნენ განსაკუთრებულები, რომლებმაც ყველა უსიამოვნო პროცესი აიტანეს და თავიანთ გატაცებაზე ამ რეალობაშიც კი არ თქვეს უარი.
გაიცანით ერთ-ერთი მათგანი, სოსო ნებიერიძე – ბლოგერი, რომელმაც პანდემიის პერიოდში მალდივებზე იმოგზაურა. 42 ქვეყნის ნახვა უკვე მოასწრო, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი გეგმა აქვს და მისი შემდეგი გაჩერება, სეიშელის კუნძულები იქნება.
ახალი დღე