„კავეა გალერეაში“ დღეს ვასილ მაღლაფერიძის საავტორო დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდის ჩვენება გაიმართება.
10-სერიანი ფილმი სახელწოდებით „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ საქართველოს პირველი არხის ეთერში 14 ნოემბრიდან, კვირა დღეს 19 საათზე გავა. ეს იქნება მოგზაურობა ისტორიაში, გზა დარიალიდან ხორნაბუჯამდე. ავტორთან ერთად მაყურებელი აბრეშუმის გზის უძველეს საქარავნე მარშრუტს გაივლის, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს აკავშირებდა ერთმანეთთან. სერიალის რეჟისორი ლევან ახობაძეა. გადაღებები მაისში დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. ფილმის ეპიზოდების ხანგრძლივობა 30 წუთია.