„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ ახალ განცხადებაში კვლავ შეერთებული შტატების საელჩოზე საუბრობს. კონკრეტულად კი, დამოუკიდებელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საელჩოს საქართველოში ჰყავს აგენტურა და მას პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა. „პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.