ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობამ, „არა მიშას, არა ნაცებს“ ორი ოფისი გახსნა.
პირველი შტაბი თამარ მეფის ქუჩაზე, მეორე შტაბი კი წერეთლის ქუჩაზე გაიხსნა.
შტაბის წევრების განცხადებით, მოძრაობა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იმუშავებს. ძირითადი აქტივობა კი მოქალაქეებთან შეხვედრა და საუბარი იქნება.