მოძრაობა „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირდება
მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება. ამის შესახებ მოძრაობამ ვიდეო განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს – მათ შორის ერთ-ერთი, კანონის ახალი რედაქციაა, სადაც აგენტის სტატუსი ორგანიზაციისთვის გათვალისწინებული არ არის. „სირცხვილიას“ წევრები ამბობენ იმასაც, რომ ერთიან ბაზაში რეგისტრაციით მათ ჯარიმების გადახდა არ მოუწევთ და ოქტომბრის არჩევნებსაც მზად დახვდებიან.