„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და საპროტესტო აქციებს და მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით – ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე. ვკითხულობთ წერილში. იმაზე მეტი ღალატი და მტრობა რა არის, როცა საკუთარი ახალგაზრდების ემოციას მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოაყენებინებ სხვას. უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის გაწირავ.
ტყუილს კი „ძალიან მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებენ, თურმე კანადისთვის და ევროკავშირისთვისაც გახდა მისაღები, ამერიკაზე და ბრიტანეთზე რომ აღარ ვისაუბროთ“.