„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ირონიული მადლობა ამერიკის ელჩს. კელი დეგნანს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა კიდევ ერთი კრიტიკული წერილი მიუძღვნეს. მათი აღშფოთება ამჯერად იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც დიპლომატმა საარჩევნო რეფორმის ჯგუფში ხელისუფლების მხრიდან არმიწვეული ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დასაცავად გააკეთა. დეგნანის ბოლო შეფასებები სუბარის, ყაველაშვილის, ხუნდაძისა და მაჭარაშვილისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ოპოზიციის რადიკალური გეგმების უკან სწორედ ამერიკის ელჩი დგას. დეპუტატების განსაკუთრებული გაღიზიანება 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას ელჩის მიერ გამოყენებულმა სიტყვა „გავრილოვის ღამემ“ და 2020 წლის არჩევნების კრიტიკამ გამოიწვია. „ხალხის ძალის“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მაშინდელი პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად და „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დახმარებით, ამერიკის საელჩოს მიერ იყო დაგეგმილი.
მმართველი გუნდის გარდა, ოთხი დეპუტატის მწვავე გზავნილებს პოლიტიკური სპექტრიდან ყველა გაემიჯნა.