მოძრაობამ „ხალხის ძალა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ინიციატივა უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას ეხება. მისივე განმარტებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20 %-ზე მეტი ფინანსდება უცხოეთიდან. „ხალხის ძალის“ განცხადებით, კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. „ქართულ ოცნებაში“ კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.