პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო, პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები მიიჩნევენ, რომ „აშშ-ის საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან ისფედი, რამდენიმე „ენჯეოსთან“ ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული“.