მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას მხარს უჭერს. საზოგადოების წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მათ პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულებზე. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე უცხოელი აქტორებისგან იმართებიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემა დანაშაულია.