გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი მედლის მოპოვება შეძლო. კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მსოფლიოს მომქმედმა და სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0, პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა. ვერცლის მედლის მფლობელი ასევე მსოფლიოს მომქმედი გამარჯვებული ბექა ლომთაძე გახდა, ბრინჯაო კი ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა. ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შესძინეს.