„მოამბე“ სტიქიის ეპიცენტრიდან

მიწასთან გასწორებული მრავალსართულიანი შენობები, 11 000-ზე მეტი დაღუპული, სტიქიური უბედურების ზონად ქცეული 10 პროვინცია და ნანგრევების ქვეშ გატარებული უმძიმესი საათები – დამანგრეველი მიწისძვრიდან მესამე დღეს თურქეთსა და სირიაში მსხვერპლის რაოდენობა თითქმის ყოველ საათში იზრდება.

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი არის ადიამანი, სადაც „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს. სწორედ ადიამანში იმყოფებიან საქართველოდან გაგზავნილი მაშველებიც. სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილ 60-კაციან ჯგუფს დღეს კიდევ 40 მაშველი დაემატება. კადრები, რომლებსაც ამ ქალაქიდან ვიღებთ, მძიმე საყურებელია. ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანთა გამოყვანას ამ წუთებშიც ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთი, 21 წლის ქალი ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს.

„მოამბე“ ქალაქი ადიამანიდან – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.