მსოფლიო კინოს ვარსკვლავები და ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმების პრემიერები – ესპანეთმა 71-წლიანი ისტორიის მქონე სან სებასტიანის კინოფესტივალს უმასპინძლა. წლის ერთ-ერთ მთავარ და პრესტიჟულ კინოფორუმზე იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფიც. ფესტივალის ნომინანტებს შორის აღმოჩნდა ქართველი რეჟისორიც.
არაერთი კინოვარსკვლავი და რეჟისორი მოხვდა „მოამბის“ ობიექტივშიც – მათ შორის იყო ლეგენდარული პედრო ალმადოვარი, რომელსაც კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს.
ნახეთ გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი.