თუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 83 453 ჰექტარია, იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ევროპის მასშტაბით.
თუშეთში ჩასული უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმარი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს იძენს. ეს მხარე გულგრილს არავის ტოვებს. დღეს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს.
„მოამბე რეგიონები“ გაგაცნოთ ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების ხელუხლებელ ბუნებას დარაჯობენ.
სალომე ელისაბედაშვილის რეპორტაჟი თუშეთიდან.