ირმებიანი მარხილი უთოვლობის გამო ნაკლებად გამოადგება სანტა-კლაუსს, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში გადაწყვიტა ჩასვლა. თუმცა, ამ მხარის დამსახურებით მან ადვილად იპოვა გამოსავალი და ამ უძველეს ქალაქს მდინარე რიონით მიადგა. სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ ქუთაისში კი მას მასპინძლები მდინარეზევე შეეგებნენ.
თოვლის ბაბუს ქუთაისური თავგადასავალი ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟში.