„მოამბის“ გადამღები ჯგუფი საზაფხულო მოგზაურობას განაგრძობს.
გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე ამჯერად ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქს ესტუმრნენ. ის ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ძველი ისტორიული ქალაქი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, 2024 წლიდან კი ევროპის საშობაო დედაქალაქის სტატუსი გადაიბარა. აქ პარიზის კატაკომბების შემდეგ ევროპაში სიდიდით მეორე ოსუარია, რომელიც სულ მცირე 50 000 ადამიანის ნეშტს შეიცავს.
რატომ კიდია ქალაქის ძველ კარიბჭესთან ნიანგის ფიტული და რატომ რეკენ საკათედრო ტაძრის ზარები დილის თერთმეტ საათზე თორმეტჯერ – რეპორტაჟი ბრნოდან.