„მოამბე“ იუბილარია – ქვეყნის პირველი საინფორმაციო პროგრამა დღეს 52 წლის გახდა. ხანგრძლივი ისტორია 1968 წლიდან იწყება. „მოამბე“, წლების განმავლობაში, საქართველოში ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული 9 აპრილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნები და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა.
დღეს უკვე საქართველოს პირველი არხის ეთერში ახალი ამბების გაგება, რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი. ნახევარსაუკუნოვანი ისტორია – მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში.
მოამბე