ქართველი მომლოცველები წმინდა მიწაზე ხვალ ყველაზე მძიმე გზას გაივლიან. პილიგრიმები სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში იმყოფებიან და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან. ქრისტეს ვნების გზა და 14 გაჩერება – მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილ ვია-დოლოროსას გზაზე ტრადიციული მსვლელობისას შესრულდება საგალობლები. ერთი დღით ადრე ქართველი მომლოცველები მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურებას დაესწრნენ, რომელიც იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა ჩაატარა. ისრაელ-ჰამასის ომის გამო წელს იერუსალიმში ჩასულ მომლოცველთა სიმცირე შეინიშნება.