ტრადიცია არც წელს დარღვეულა – პირველი არხისგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც დღესასწაულის დღეებშიც ქუჩაში უწევთ მუშაობა
ტრადიცია არც წელს დარღვეულა – პირველი არხისგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც დღესასწაულის დღეებშიც ქუჩაში უწევთ მუშაობა.
ტელევიზიამ მათ საახალწლო ნობათთან ერთად საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა ტექნიკა აჩუქა. მოულოდნელი საჩუქრები, დაუვიწყარი ემოციები და ზრუნვის გამოხატვის ფორმა, რომელსაც ჩვენი ტელევიზია ადამიანებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ყოველ წელს მიმართავს.
რეპორტაჟში ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი თქვენგანი ქუჩაში ხშირად ხედავს და შესაძლოა კარგადაც იცნობს.
ნახეთ ნინუცა კახნიაურის, ლაშა მამულაშვილის და ვახო ლეკიაშვილის ტრადიციული სიუჟეტი.