რეპორტაჟი, რომელიც ყოველი საახალწლო ეთერის თანმდევია. კადრები, რომლებიც წლის განმავლობაში დღევანდელი დღისთვის გროვდება. ჩვენ, ჟურნალისტებიც, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ხანდახან ვუშვებთ შეცდომებს, ვვარდებით უხერხულ მდგომარეობაში – ყველა ასეთ ფაქტს ერთად მოვუყარეთ თავი, რათა კადრში დაფიქსირებული თუ კადრს მიღმა დარჩენილი მომენტებით გაგახალისოთ და სადღესასწაულო განწყობა შეგიქმნათ.