მოამბე 51 წლისაა. ქართული ტელევიზიის ისტორიაში, 1968 წლის 4 იანვარს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციის რედაქციამ, თამაზ ხომერიკის ხელმძღვანელობით, სატელევიზიო ბადეში პირველი ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ ჩაუშვა. ნახევარსაათიანი გადაცემა საქართველოსა და საბჭოა კავშირის სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას ეთმობოდა. დროსთან ერთად იცვლებოდა წამყვანები, ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი, სტუდიები, ვიზუალური გაფორმება, თუმცა უცვლელი დარჩა სახელწოდება „მოამბე.“
მოამბის ისტორიაში იყო არაერთი გარდამტეხი ეტაპი, რომლის ამსახველი ვიდეომასალა დღეს უკვე პირველი არხის უნიკალური არქივის საკუთრებაა.