#მოამბე 21 საათზე, 14 ივლისი, 2023 #LIVE
- სააკაშვილის ვიზუალური მდგომარეობით შეშფოთებული 44 ევროპარლამენტარის მოწოდება საქართველოს უმაღლეს პირებს, უკრაინის რადას დადგენილების პროექტი ექს-პრეზიდენტის შეწყალებაზე და თბილისის პასუხი – პოლონელი ექიმებისთვის კლინიკა „ვივამედის“ მკურნალობის მეთოდი სრულად მისაღები აღმოჩნდა
- „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუს სამხედროებს წვრთნიან – კრემლი აცხადებს, რომ რუსული კანონმდებლობით „ვაგნერი“ საერთოდ არ არსებობს და მისი მებრძოლები იარაღს აბარებენ; დასავლური მედია ამბოხის შემდეგ 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრის დაკავებაზე წერს, პენტაგონი კი რუსეთის ჯარის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაზე საუბრობს
- ამერიკის სცენარისტთა გილდიას გაფიცვის 73-ე დღეს კინომსახიობთა გაერთიანებაც უერთდება – ხელოვანები ადამიანთა მანქანებით ჩანაცვლების და ჰოლივუდის წარმოების შეჩერების საფრთხეზე საუბრობენ; მხარეები ანაზღაურების გაზრდასა და კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან
- ვაჟაობა ჩარგალში – 162 წლის იუბილე დიდი ქართველის დაბადებიდან, ხალხმრავლობა მწერლის მშობლიურ მხარეში და ზეიმი შემეცნებითი ღონისძიებებითა და მუსიკალური წარმოდგენებით
მოამბე