#მოამბე 21 საათზე, 9 სექტემბერი, 2021 #LIVE
🔴 შეჭრა „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში – სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებული მძევლები და დაკავებული თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა;
🔴 საარჩევნო ბარიერის საკითხი კვლავ მსჯელობის საგანია და შესაძლოა, 3%-მდე გაიზარდოს – ოპონენტები მმართველ გუნდს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ;
🔴 ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ ეტაპზეა – მუტირებული შტამების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იმუნური ფენის შექმნა სახელდება;
🔴 „თალიბანის“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ავღანეთის დროებითი მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი – ჩინეთი მზადაა, ავღანეთს 31-მილიონიანი პროგრამით დაეხმაროს.

მოამბე