#მოამბე 21 საათზე, 8 სექტემბერი, 2022 #LIVE
ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა;
აშშ პარტნიორების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებით თანხას გამოყოფს;
ქვეყანაში მიმდინარე აქტიური სამხედრო მოქმედებების ფონზე, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე საქართველოსთვის ისევ იცლის – არახამიას მორიგი ბრალდებები და ოპოზიციის დღის წესრიგი;
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგი ბრალდება საქართველოში ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ;
თბილისის მერიამ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო;
კახეთი მორიგ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს – ამჯერად კლასიკური მუსიკის მოყვარულებს თელავში ელოდებიან;
დმანისი მორიგი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ადგილი ხდება. ამჯერად საუბარია ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე.
მოამბე