#მოამბე 21 საათზე, 8 დეკემბერი, 2020 #LIVE
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი პარლამენტის შეკრებამდე სამი დღით ადრე – მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ; არაოფიციალური ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების და ოპოზიციის მიერ დასახელებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა ღიად რჩება; ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დეტალების გასაჯაროებას აანონსებს;
ოპოზიციური ერთობა იშლება – მთავარი აქტორები პარლამენტში შესვლის მომხრე პარტიებს პოლიტიკურ მორალს უწუნებენ და „მორალური პოლიციისგან“ შერცხვენით ემუქრებიან; გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მძევლად ყოფნას აღარ აპირებს; ბოიკოტს შეფიცულთა რიგების რღვევა და „მორალური პოლიციის“ შემადგენლობა;
დიდ ბრიტანეთში რამდენიმე საათია, რისკჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს – პირველი ადამიანი, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა, 90 წლის მარგარეტ ქინანია, რომელიც მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს; ვაქცინაციის დასაწყებად ემზადებიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-ის მოსახლეობა კი ვაქცინის დამტკიცებას უახლოეს დღეებში ელის;
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 4 673 ახალ შემთხვევას სპეციალისტები გაზრდილი ტესტირებით ხსნიან და ეპიდემიოლოგები სტაბილიზაციის ნიშნებზე საუბრობენ; ვირუსის გავრცელების გეოგრაფია კვლავ უცვლელია; ჯანდაცვის სისტემა საწოლფონდის რესურსების მობილიზებას განაგრძობს.
მოამბე