#მოამბე 21 საათზე, 8 აპრილი, 2024 #LIVE
  • პოლიტიკური ვნებათაღელვა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივდა ცხარე კამათი ბიუროს სხდომაზე – ოპოზიციის ნაწილი ერთი წლის წინანდელი სცენარის განმეორებაზე საუბრობს; პრეზიდენტი ქვეყანაში წარმოდგენილ ელჩებს ხვდება და ინიციატივის კვლავ უკან გაწვევას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ცდილობს, მმართველი გუნდი კი წინააღმდეგობის მიუხედავად უკან დახევას არ აპირებს და სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას გეგმავს
  • საგადასახადო ამნისტიის შედეგად 145 000 ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი 600 მლნ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება – ინიციატივის მიზანი, მოსალოდნელი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სპეციალისტთა შეფასებები
  • სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე დღეიდან გერმანიის კანცლერიც გამოჩნდება – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო უწყებებისთვის აკრძალულ პლატფორმას ევროპელი ლიდერები წინასაარჩევნო აქტივობებში ახალგაზრდების მისამხრობად იყენებენ
  • ჯგუფური გამოფენა „საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე“ – ქვეყნის უახლესი ისტორია და70-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის; ქართველ მხატვართა ტილოებით გადმოცემული რეალობა და საბჭოთა ეპოქის გადააზრების მცდელობა

მოამბე