#მოამბე 21 საათზე, 7 თებერვალი, 2024 #LIVE
- სტიქიური უბედურების ზონა ბაღდათის რაიონში; სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყერი და მიწის მასის ქვეშ მოყოლილი საცხოვრებელი სახლები; ექვსი გარდაცვლილი, სამი დაკარგული, ერთი გადარჩენილი და მიმდინარე სამაშველო სამუშაოები – დეტალები ტრაგედიის ზონიდან
- პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატთა ხმაურიანი მოსმენა ოპოზიციური ფრაქციებისა და ჯგუფების ერთობლივი სხდომის ფორმატში – ათთვიანი სამთავრობო პროგრამის მთავარი აქცენტები, კანდიდატთა ხედვები, კანონმდებელთა შეკითხვები და „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეხვედრას
- პოლიტიკური სტუმრიანობა ორბელიანების სასახლეში და სალომე ზურაბიშვილის გეგმები – ერთობის პლატფორმის შექმნის შესახებ პრეზიდენტის მოწოდებას „ლელო“ ეხმიანება და ათონელის რეზიდენციას სტუმრობს, ოპოზიციის ნაწილი კი ერთობის მორიგ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს
- ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანის აღდგენილი სუვერენიტეტის პირობებში და მეხუთე საპრეზიდენტო ვადა ილჰამ ალიევისთვის – ქვეყნის ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტი არჩევნებს, 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და პროგნოზები
მოამბე