#მოამბე 21 საათზე, 7 ივნისი, 2023 #LIVE

• მმართველი გუნდი პრეზიდენტს შეთანხმების დარღვევას ედავება და ინსტიტუციური კრიზისის რისკზე საუბრობს – სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ამ დრომდე არ წარუდგენია, რის გამოც „ქართული ოცნება“ ვეტოს დასაძლევად ემზადება. უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები და მხარეთა ურთიერთბრალდებები;

• ოპოზიციაში ხელისუფლების დამარცხების ფორმულაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება – ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით ამჯერად „ლელო“ გამოდის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პარტიას ეპატიჟება. გაერთიანების მორიგი ინიციატივა და პოლიტიკური სპექტრის პოზიციები;

კახოვკის აფეთქებული კაშხალი და ვითარება კატასტროფის ზონაში – დატბორილი ტერიტორიები, მოსახლეობის ევაკუაცია და საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. დასავლეთი მძიმე გრძელვადიან შედეგებსა და რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კრემლი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. რეჯეპ თაიფ ერდოღანი ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის;

• ქართული სამთო კურორტები მსოფლიო თასზე – საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი გახდა. ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ქვეყნის სათხილამურო ტურისტული პოტენციალი და მზადება მსოფლიო სპორტული ღონისძიებებისთვის.

მოამბე