#მოამბე 21 საათზე, 6 ნოემბერი, 2024 #LIVE
- აშშ-მა 47-ე პრეზიდენტი აირჩია – უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში მიმდინარე არჩევნების შედეგები და ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში; მილოცვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მოლოდინები
- საქართველოს პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე – დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა პლენარულ დისკუსიაზე, სამიტის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები; „მოამბე“ ბუდაპეშტიდან
- საარჩევნო დავების განხილვა სასამართლოებში და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ათეულობით საქმეზე – ოპოზიცია საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე კვლავ უარს აცხადებს, მმართველი გუნდი კი მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს პოლიტიკურ მავნებლობას უწოდებს; რეზონანსული დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოში და მხარეთა პოზიციები
- გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში – მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი გიდონ კრემერი თბილისში, კონცერტის რეპერტუარი და ერთობლივი შესრულება
მოამბე