▶ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, უმძიმესი შედეგები და მწვავე შეფასებები – მსოფლიო ლიდერები მომხდარს აღმაშფოთებელს უწოდებენ. კიევი ევროპის ყველაზე მასშტაბურ ეკოლოგიურ და ტექნოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს
▶ ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მიწვევით საქართველოს პრემიერი გერმანიას ეწვევა – ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების პოლიტიკის გამო დამატებითი განმარტებებისთვის დაიბარეს, რასაც მმართველი გუნდი აბსურდს უწოდებს. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს, დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები
▶ ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით მცირე პარტიებს რეიტინგი მოემატებათ, რისიც პარტიის ყოფილი, თუ მოქმედი წევრების ნაწილს არ სჯერა – ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას კატეგორიულად ემიჯნება
▶ მზადება „ევრო 2023“-ის მასპინძლობისთვის – განახლებული და ახალი უმაღლესი სტანდარტის სტადიონები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს.
მოამბე