#მოამბე 21 საათზე, 5 ნოემბერი, 2020 #LIVE
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს – საქმე ეხება ე.წ. რევოლუციურ სცენარზე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა სუს-ში იმ ადამიანთა სია წარადგინა, რომლებიც დესტრუქციული ქმედებისთვის ემზადებოდნენ; საჯაროდ არ სახელდება ინფორმაციის წყარო, რომელიც კობახიძემ გამოძიებას მიაწოდა;
ოპოზიცია რადიკალიზაციის გზას დაადგა – პარტიები მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ და საპარლამენტო ტრიბუნის ნაცვლად ქუჩაში ინაცვლებენ; მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია, თუმცა „გირჩი“ გამოსავალს ეძებს, მმართველი გუნდი კი მეორე ტურისთვის ემზადება; პროცესში უცხოელი დიპლომატები ერთვებიან;
ცესკო-ში საჩივრების განხილვის და შემაჯამებელი ოქმების გასწორების პროცესი დღეს დასრულდება – ამ მომენტამდე დათვლილია 15 საოლქო კომისიის შედეგები; დიდ ნაწილში მონაცემები დაკორექტირდა, ხოლო სამი გადასატანი ყუთის მონაცემები საერთოდ გაუქმდა; შედეგით უკმაყოფილო ოპოზიცია სხდომებზე დასწრებას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს;
აშშ-ის მომავალი ოთხი წელი შესაძლოა, ერთმა შტატმა განსაზღვროს – ხუთ შტატში ხმებს ამ დრომდე ითვლიან; საარჩევნო კოლეგიის 264 ხმით ჯო ბაიდენი ლიდერობს და ნევადას მოგების შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი ხდება; ტრამპის მხარდამჭერები აქციებს მართავენ.
მოამბე