#მოამბე 21 საათზე, 5 აპრილი, 2023 #LIVE
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აცხადებენ, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაჯვარედინზეა – გამოწვევები 12 პუნქტის შესრულების პროცესში, დასავლელ პარტნიორთა შენიშვნები და პოლიტიკური შეფასებები
  • დონალდ ტრამპს ბრალი 34 მუხლით წაუყენეს – აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ერთადერთ დანაშაულად ქვეყნის უშიშრად დაცვას მიიჩნევს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს; მოსამართლის გაფრთხილება, ტრამპის უნდობლობა სასამართლოს და საქმის დეტალები
  • ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი რუსეთ-უკრაინის საკითხში პეკინის გავლენების გამოყენებას და ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენას შეეცდებიან – ევროპელ ლიდერთა შეხვედრა სი ძინპინთან და მოლოდინები
  • წერეთლის გამზირის და ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება – მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 33 მილიონი ლარი და დაგეგმილი სამუშაოები

მოამბე