▶ დადებითობის სტაბილური მაჩვენებელი და შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი – ორთვიანი ჩაკეტვის შემდეგ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება; 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და მუშაობას განაახლებს ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი იხსნება სკოლები და სამასპინძლო ბიზნესის ღია სივრცეები; ძალაში რჩება შაბათ-კვირის ფარგლებში დაწესებული რეგულაციები და საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა;
▶ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელმაც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის პუნქტები კანონად უნდა აქციოს – პოლიტიკური მხარეები უპრეცედენტო და ისტორიული ცვლილებების მომზადებას აანონსებენ; ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ჯგუფს ბოიკოტს უცხადებს; მმართველ გუნდში რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება ექსტრემიზმად შეფასდა;
▶ იცვლება თუ არა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგი – თელ-ავივი ამტკიცებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს,რასაც თეირანი უარყოფს, ისრაელი კი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების სცენარს განიხილავს; ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან მოლაპარაკების მომხრეა, ირანი კი ხელშეკრულების დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს და ურანის გამდიდრების პროცენტის გაზრდით იმუქრება;
▶ ლეგენდარული ქართველი ტელეწამყვანის სახელობითი ვარსკვლავი საქართველოს სატელევიზიო ანძასთან, სადაც პირველი ტელევიზიის ისტორია დაიწყო და დავით სოკოლოვის მიმართვა არხის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც არხის ისტორია შექმნეს – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრადიცია და დავით სოკოლოვის გზა თეატრალური ინსტიტუტიდან ვარსკვლავობამდე.
მოამბე