#მოამბე 21 საათზე, 4 ნოემბერი, 2020 #LIVE

▶ მსოფლიო ამერიკელი ხალხის არჩევანს განსაკუთრებული ყურადღებით ელის – აშშ-ში ხმებს ითვლიან; 1 900 წლის შემდეგ პირველად, პრეზიდენტის არჩევანში ყველაზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა; მხარეები დარღვევებზე საუბრობენ; დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, 46-ე პრეზიდენტის ვინაობა სასამართლომ გამოავლინოს;

▶  მმართველი პარტიის შეხვედრა ეუთო-ოდირის მისიასთან და ქვეყნის პარტნიორთა პოზიცია, რომელიც ოპოზიციის გეგმებს არ ემთხვევა – სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, დარღვევების მიუხედავად ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, თუმცა ოპოზიცია კვლავ ქუჩაში რჩება და პარტნიორთა გზავნილებს მწვავედ აკრიტიკებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება მორიგი კირიზისისკენ იხრება, რაც რუსეთის ინტერესებშია;

▶ ოპოზიციის პროტესტი, კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ და ცესკო-ს საგანგებო ბრიფინგი – თამარ ჟვანია საარჩევნო კალკულაციის დარღვევას პანდემიის ფაქტორს და ადამიანურ შეცდომებს უკავშირებს, რასაც ოპოზიცია გამორიცხავს; ცესკო ყველა უბნის გადათვლას არ თანხმდება; დავების განხილვის სამართლებრივი გზა სასამართლომდე მიდის, რომელსაც ოპოზიცია ასევე არ ენდობა;

▶  ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა ყოველდღიური სტატისტიკა კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წერტილოვანი შეზღუდვები მკაცრდება; დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო გახდა; კანონდამრღვევი ხვალიდან 20 ლარით დაჯარიმდება.

მოამბე