#მოამბე 21 საათზე, 4 დეკემბერი, 2020 #LIVE

▶ ოპოზიცია მმართველ გუნდს საკუთარ მოთხოვნებს ახლა უკვე წერილობით უგზავნის და ხელისუფლებისგან პასუხს ელის – ელჩებთან მიტანილი დოკუმენტის გასაჯაროებას ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნებიდან“ პასუხის მიღების შემდეგ გეგმავენ; უცვლელი რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, რასაც მმართველი გუნდი წითელ ხაზად მიიჩნევს და სრულად გამორიცხავს; შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში და შეხვედრის დეტალები;

▶ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ იშლება, პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს; ჯერჯერობით, უცნობია, ვინ ტოვებს პარტიას; ვითარების გარკვევას ცდილობს „გირჩის“ ოთხი დამფუძნებელი, რომლებიც რამდენიმე წლის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ;

▶  43 წლის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დასრულდა და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა – ბრალდებულთა მიერ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დაცვის მხარე შაყირსა და ხუმრობას უწოდებს, რასაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე უარყოფს; წინასაარჩევნო ისტერია და მუქარების ანატომია ცესკოს თანამშრომელთა მისამართით;

▶ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა, რასაც სპეციალისტები ტესტირების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 17 000 ადამიანს ჩაუტარდა; ჯანდაცვის სისტემა რესურსების მობილიზებას განაგრძობს; 112-ში 150- მდე ოპერატორის დამატება იგეგმება.

მოამბე