#მოამბე 21 საათზე, 31 ივლისი, 2024 #LIVE
  •  პირველი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიადაზე – ლაშა ბექაურის შთამბეჭდავი ასპარეზობა და წარმატებული დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის. „მოამბე“ პარიზიდან;
  • ირანული მედიის ცნობით, თეირანში რეზიდენციის დაბომბვა, რომელშიც „ჰამასის“ ლიდერი იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან, საჰაერო მართვადი ჭურვის გამოყენებით მოხდა – ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული ისმაილ ჰანიეს რეზონანსული მკვლელობა, თეირანის მუქარა ისრაელის მიმართ და საერთაშორისო შეფასებები;
  • თეთრი სახლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობა მიუღებელია, რასაც ქართული ოპოზიციაც იზიარებს – მმართველი გუნდი ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შესაძლო მონაწილეობას სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შანტაჟის ენით საუბარს არ მიიღებს. ჩინეთთან ურთიერთობების გასაღრმავებლად გააქტიურებული დასავლეთი და პრეტენზიები საქართველოს მიმართ;
  • საქართველოში არანათესაური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია შესაძლებელი ხდება – ქვეყანა ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნას იწყებს. მსურველთა კვლევებს მთლიანად თბილისის მერია დააფინანსებს. თითოეულ მოხალისეზე 5000-ლარიანი ვაუჩერი გაიცემა.

მოამბე