🔴 პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს შეწყალების აქტის გამოცემისკენ მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. პრეზიდენტის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
🔴 გიორგი შაქარაშვილის საქმის ექვსი არასრულწლოვანი ფიგურანტი პატიმრობაში რჩება – დაკავებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პროკურატურას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კი მათ განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს;
🔴 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ყარაჯალარის მოსახლეობის ნაწილი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. ადგილობრივებმა გუბერნატორისგან დაპირება მიიღეს, რომ მოსავალს ბაზარზე მუნიციპალიტეტი გაიტანს, სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს კი სურსათით დაეხმარებიან. მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს;
🔴 თეთრი სახლის ლიდერის განცხადება ცხარე დისკუსიის საგანი ხდება – აშშ-ის პოლიტიკური აქტორები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილება დაუშვებელია და ფოსტით ხმის მიცემის ინიციატივას აპროტესტებენ. ტრამპის იდეას საკუთარი თანაპარტიელებიც არ ეთანხმებიან, დემოკრატები კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ძალაუფლების დათმობა არ სურს და ამისთვის ყველა ხერხს მიმართავს;
🔴 თაობა, რომელსაც ომი საკუთარი თვალით არ უნახავს – ფილმ „საზღვარის“ პერსონაჟები. „ზაფხულის კინოსკოლის“ მრავალფეროვანი პროგრამა, პროექტის მონაწილეები და ომის ფოტოქრონიკა „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში“.
მოამბე