#მოამბე 21 საათზე, 3 თებერვალი, 2021 #LIVE
🔴 აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების გზავნილი ოპოზიციას და მიმართვის ადრესატთა შეფასებები – ქვეყნის მთავარი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მანდატებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებისთვის მეტი სივრცე ჩნდება; კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური აქტორები სხვა საკითხებზე წინ ქვეყნის ინტერესების დაყენებას ამჯერად მაინც შეძლებენ; ხელისუფლება დიალოგის განახლებას გეგმავს, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ეროვნული ინტერესის ხაზი კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე გადის;
🔴 ყინწვისის საქმის ანატომია და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, რომელსაც 12 ადამიანი 10 წელი ელოდა – წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის დამხობაში დადანაშაულებული პირები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო; საქმის ფიგურანტები ყოფილ მაღალჩინოსანთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათ საქმეში მთავარ როლს ასრულებდნენ; ყინწვისის საქმის ანატომია – დევნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო და სასტიკი მეთოდებით მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები;
🔴 ვაქცინაციის ეროვნული გეგმა და მზადება იმუნიზაციის პროცესისთვის – უკვე ცნობილია 10 კლინიკა, სადაც პაციენტებს აცრიან; სრულ მზადყოფნაშია შესაბამისი ინფრასტრუქტურა – სპეციალური მაცივრები, იზოლირებული შესასვლელები და აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები; ვაქცინაციის პროცესს მედიკოსთა სამი ჯგუფი გაუძღვება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მომზადდა;
🔴 პირველი არხის სტრატეგიის პრეზენტაცია სლოგანით – „ჩვენთვის, თითოეულისთვის“ – საზოგადოებრივი მაუწყებელი მომდევნო წლების განმავლობაში ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით ევროპული მოდელის, ყოვლისმომცველ, მრავალმხრივ და უსაფრთხო კონტენტს შექმნის; მთავარ ღირებულებად რჩება დამოუკიდებლობა, უნივერსალურობა, ინოვაციურობა, მაყურებლის წინაშე ანგარიშვალდებულება, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები და სანდოობა.

მოამბე