▶ ნიცა, ავინიონი და საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულო – საფრანგეთი ტერორისტების სამიზნედ იქცა; შეიარაღებული თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლი, დაჭრილია საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელი; ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა; ემანუელ მაკრონი თავდასხმებს ისლამურ ტერორიზმს უკავშირებს;
▶ ევროპა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია – ქვეყნებისთვის ეპიდემიის მეორე ტალღა განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა; საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა; გერმანია ნაწილობრივ კარანტინს მიმართავს, ხოლო ესპანეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ექვსი თვით გახანგრძლივებას გეგმავს; იტალიაში რამდენიმე დღეა, კომენდანტის საათის წინააღმდეგ დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებით სრულდება;
▶ საქართველოში მეორე დღეა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი ინფიცირებულების რიცხვს აჭარბებს – ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“ 2 075-მა პაციენტმა დაამარცხა; ინფიცირების სტატისტიკა 1 709-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი; პანდემიასთან გასამკლავებლად ჯანდაცვის სისტემა რეზერვებს ზრდის; ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება;
▶ ორი დღე საპარლამენტო არჩევნებამდე და პრემიერ-მინისტრის გზავნილები – ქვეყანა ახალ პარლამენტს პანდემიის პირობებში აირჩევს; თამარ ჟვანია აცხადებს, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა; 31 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან; საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი და მშვიდობიანი პროცესის მოლოდინშია.
მოამბე