#მოამბე 21 საათზე, 29 ივლისი, 2024 #LIVE
- ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ი მოწმეთა გამოკითხვას განაგრძობს – გრიფით საიდუმლო საქმე, მთავარი ფიგურანტები და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ სპექტრში;
- „ქართული ოცნების“ მორიგი კვლევის მიხედვით, არასამთავრობოთა ნაწილმა დაფინანსების, დონორებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა, რასაც მმართველი გუნდი გამჭვირვალობის პრობლემის ირიბ აღიარებად აფასებს და მავნე პრაქტიკის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა უკვე ოპოზიციის 38 დეპუტატიც სთხოვს;
- რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, თურქეთის არმია პალესტინის დახმარების მიზნით ისრაელში უნდა შევიდეს, როგორც ეს ლიბიაში, ან ყარაბაღში გააკეთა – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და სადამ ჰუსეინის ფოტოებს აქვეყნებს და ისრაელში შესაძლო შეჭრის შედეგებზე მიუთითებს. საომარი რიტორიკა და ვითარების ესკალაციის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში;
- ბათუმის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ – მრავალფეროვანი პროგრამა, მსოფლიოს ლეგენდარული შემსრულებლები და ჯექსონების ცნობილი მუსიკალური ოჯახის გამოსვლა ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეულ ღონისძიებაზე.
მოამბე