◾ მმართველი გუნდის მიერ გაუქმებულ შეთანხმებას შარლ მიშელი შუალედური შეფასებით ეხმიანება, აშშ-ის საელჩოს ტონი კი მკაცრია – ოპოზიცია ევროპელი მედიატორის რეაქციით უკმაყოფილოა და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს
◾ ოპოზიცია საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდება – ნიკა მელია დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი კი პარლამენტის დატოვებას და არჩევნების ბოიკოტირებას არ გეგმავს
◾ ვაქცინაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უკიდურესად გართულებული ეპიდვითარების ფონზე – დღეს, ქვეყანაში 17 133 ადამიანი აიცრა. ჯანდაცვის სისტემა რესურსებისა და ვაქცინის მარაგების მობილიზებას განაგრძობს
◾ ხანძარი თურქეთის სამხრეთ რეგიონში – სამი გარდაცვლილი და ასობით დაშავებული; ჰაერის მაღალი ტემპერატურა, გადამწვარი სახლები, ტყის მასივები და ხანძრის ახალი კერები ქვეყნის მთავარ კურორტებზე. ხანძრის მიზეზების დადგენას სპეციალური კომისია ცდილობს.
მოამბე