#მოამბე 21 საათზე, 29 იანვარი 2024 #LIVE
  • ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი უკვე მეორედ დატოვა – მმართველი გუნდი ყრილობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას წარადგენს, „ქართულ ოცნებას“ კი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს; საკადრო გადაადგილებები არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე და პოლიტიკური შეფასებები
  • მმართველი გუნდის თავმჯდომარე მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მშვიდობის შენარჩუნების შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ საქართველო მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო იქნება და ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პარამეტრებს გაუთანაბრდება; ეკონომიკური პოლიტიკა, ოპტიმისტური პროგნოზები და შეფასებები
  • უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სამი გარდაცვლილი და 34 დაშავებული – ვაშინგტონი იორდანიაში, სირიისა და ერაყის სასაზღვრო ზონაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს და საპასუხოზომებით იმუქრება, აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ნაწილი კი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას ირანზე დარტყმებისკენ მოუწოდებს
  • პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში – ქართულ სცენაზე პირველად, თანამედროვე თეატრალურ საზოგადოებაში პოპულარული ავტორის, ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელეერის პიესა „დედა“, რეჟისორ დავით ჩხარტიშვილის მიერ ავტორისგან მოპოვებული პიესების დადგმის საავტორო უფლება და მზადება პრემიერისთვის

მოამბე