#მოამბე 21 საათზე, 28 იანვარი, 2021 #LIVE
🔴 პროკურატურის შეცვლილი პოზიცია დავით გარეჯის საქმეზე და სასამართლოს გადაწყვეტილება – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გამოძიების მთავარ ამოცანად იმ პირების დადგენა სახელდება, ვინც პროკურატურის მტკიცებით კარტოგრაფისტებს საქართველოს საზიანო შეთანხმებას ავალებდა; ოპოზიცია დღევანდელი გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს;
🔴 საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა მანდატების გაუქმების საკითხს და ოპოზიციის განცხადებები – 51 ოპოზიციონერი დეპუტატი შესაძლოა, მანდატების გარეშე დარჩეს, რასაც 2 თებერვლის კენჭისყრა გადაწყვეტს, რომელიც სავარაუდოდ, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდება; მხარეთა პოზიციების შეჯერების ვადა იწურება;
🔴 ინფიცირების 1000-ზე ნაკლები შემთხვევა და 4%-მდე შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში – პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ დღევანდელი ტენდენცია ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა; მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნას გეგმავს; ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება;
🔴 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უჰანში ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზებს იკვლევს, ვაქცინის წარმოება კვლავ დეფიციტურია – ჯანმო აცხადებს, რომ ვაქცინაციას დრო დასჭირდება და შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია; ევროკავშირი ვაქცინის მწარმოებლებთან დავას განაგრძობს და დოზების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ექსპორტის აკრძალვით იმუქრება.

მოამბე