◾ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – კატრინ კოლონას შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და ფრანგი დიპლომატის გზავნილები
◾ საქართველოს მორიგი ისტორიული გამარჯვება სტრასბურგის სასაამართლოში – 2008 წლის ომის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა – დიდი პალატის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმის დეტალები
◾ თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გია აბდალაძის საქმეზე პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა – პრეცედენტული გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, გახმაურებული საქმის დეტალები და შეფასებები
◾ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს პირველ მაისს 178 წელი უსრულდება – ქალაქის ღირსშესანიშნაობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ფლორის უმდიდრესი კოლექციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კვლევითი, თუ საგანმანათლებლო სივრცეები, სეზონური ტურები და ულამაზესი სანახაობა ვიზიტორებისთვის.